კიდევ ერთი EA Group-ის თამაში. ახლა უკვე ჩვენ მოტოციკლეტების გზაზე გამოცდა მოგვიწევს. City Racing-თან შედარებით უფრო რეალისტური მოძრაობებია, მოტოციკლისტი საჭიდან ვარდება, დაჯახების დროს კამერა რაკურს იცვლის, ამიტომ მწვავე ეპიზოდები ძალიან ეფექტურად ჩანს ეკრანზე. ასევე გრაფიკა უფრო დაიხვეწა. გარემოს დეტალები უფრო ინტერაქტიურები გახდნენ. ასევე არსად დაიკარგა სიჩქარის ეფექტი.