აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა...
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
კარლსონს იცნობთ, ღიპიანს, რა მაგარი ტიპია? სახურავზე ბინადრობს, ყველა ბავშვის ბინას ცნობს. თუ შეგატყო მოწყენა არ სჭირდება მოწვევა. მოდის, მოაქვს სიხარული, ფრენაც იცის, სიარულიც. იცის თხოვნის ყურად ღება, გაასუქეს მურაბებმა. ბავშვთა გულის მპყრობელია, გაიხსენეთ რომელია?
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!
ტირი? _ჰო, ვტირი... _მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ. _გიყვარს? _ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება: _რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია? _დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია... _პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია. _გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად... უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული: _მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს
ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს, კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა. გვირილა კანჭებზე გაკოცებს, ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ! გულთან შეიბნიე ჩხსნილი ღილები ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?! მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის! თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი, ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში არ იცი, მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის! ეგ ყელი მაღალი როგორმე დაფარე, იწვიმებს იცოდე და მაინც მოცგიწევს! თუ არ დამიჯერებ წვეტს შემოგაპარებს, მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს! ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას, ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს, თორემ ჭორაობა დაიწეს რტოებმა რა უბიწოებთ გარყვნილი რამ ხარო!